"ალ ქაიდას" ერაყულმა დაჯგუფებამ ერაყში მომხდარ აფეთქებათა სერიაზე პასუხისმგებლობა აიღო. მომხდარი აფეთქებების გამო დაღუპულია 107 ადამიანი და დაჭრილია რამდენიმე ასეული. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ბოევიკების ინტერნეტ რესურსებზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დაჯგუფება "ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ" მომხდარს "კედლების დანგრევა" უწოდა. დაჯგუფებამ ასევე განაცხადა, რომ მათი შემდეგი სამიზნე მოსამართლეები და პროკურორები იქნებიან ასევე ისინი პატიმრებს ციხეებიდან განთავისუფლებაში დახმარებას დაპირდნენ.