ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 160 მილიონი ლარი არასაკმარისია და აუცილებელია მისი გაზრდა.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან აცხადებენ, მათ ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან პაპუნა პეტრიაშვილისგან ვერ მიიღეს კონკრეტული წინადადებები თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები
"არის რამდენიმე დეტალი რასთან დაკავშირებითაც, ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ. პირველ რიგში გვაინტერესებს გაიცემა, თუ არა ანალოგიური კომპენსაცია სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის დაზარალებული მოსახლეობისთვის, რომელთაც ასევე მთლიანად გაუნადგურდათ მოსავალი და მთელი წლის განმავლობაში, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მთავრობა ასევე ჩამოყალიბებული არ არის რამდენად გრძელვადიანი იქნება აგრარული სესხების მქონე პირებისა და ფერმერებისთვის კრედიტების გადავადების პოლიტიკა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან "ქდმ"-ის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ სტიქიით დაზარალებული საბიუჯეტო საკითხების განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართა. კანონმდებლების შეკითხვებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი პასუხობდა. დღესვე საკანონმდებლო ორგანოში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც სადაც კომპენსაციის საკითხების შესახებ თავად ფინანსთა მინისტრი ისაუბრებს.