ოლიმპიადის გახსნას დაესწრება, თუ არა მიხელ სააკაშვილი ჯერჯერობით გადაწყვეტილება ამის შესახებ მიღებული არ არის", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, რომელმაც ქართველ ოლიმპიელებს წარმატებები უსურვა.
,,ჩვენ ოლიმპიელებს წარმატებებსა და გამარჯვებებს ვუსურვებთ, რაც შეიძლება ბევრჯერ დაგვენახოს ქართული დროშა მაღლა აღმართული და საქართველოში დაბრუნებულიყვნენ ტიტულის მქონენი, როგორც უკვე ოქროს მედალოსნები და ოლიმპიური ჩემპიონები", - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა ინგლისში 27 ივლისს გაიხსნება. ოლიმპიადაში მონაწილეობას 35 ქართველი ოლიმპიელი მიიღებს.