"ტენდენცია იმისა, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტი სამ სუბიექტიანი იქნება შენარჩუნებულია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქდმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვყნებული კვლევის შედეგების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ პარტიას აქვს შესაძლებლობა 2012 წლის მოწვევის პარლამენტში დიდი რაოდენობით იყვეს წარმოდგენილი
,,ტენდენცია იმისა, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტი სამ სუბიექტიანი იქნება შენარჩუნებულია. ეს ეხება ,,ქდმ", ,,ქართულ ოცნებასა" და ,,ნაციონალურ მოძრაობას". Aამასთან კვლევის მიხედვით ჩანს, რომ გამოკითხულთა თითქმის მესამედზე მეტს არ მოსწონს, არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი. Aაქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ,,ქდმ"-ს სერიოზული პერსპექტივა აქვს, რომ საქართველოს პარლამენტში საკმაოდ სოლიდურად ვიყოთ წარმოდგენილი. ამომრჩევლის ის რაოდენობა, რომელსაც არ გადაუწყვეტია ჯერ კიდევ რომელ პარტიას დაუჭიროს მხარი და ასეთი გამოკითხულთა თითქმის 1|4-დია სწორედ ისინი განსაზღვრავენ პარლამენტის კონფიგურაციას, თუ ვის რამდენი მანდატი ექნება პარლამენტში", _ განაცხადა ვეფხვაძემ, რომელმაც კონკრეტული პატიების რეიტინგების შეფასებისგან თავი შეიკავა.
,,ჩემი მხრიდან არაეთიკური იქნება კონკრეტული პარიების რეიტინგებზე საუბარი, რადგან კვლევის შედეგები კონფიდენციალურად იქნა შემოთავაზებული გაცნობილი მხოლოდ ,,ქდმ"-ს. ამიტომ სანამ ყველა პარტიას რეიტინგებს არ გააცნობს, ჩემი მხრიდან შეფასებების გაკეთება არაეთიკური იქნება", _ განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით მორიგი კვლევა ჩაატარა. კვლევაში ასახულია პოლიტიკური პარტიის რეიტინგებიც. Pპირველი პარტია, რომელთანაც IRI-კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა ,,ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობაა. A