მიმდინარე წლის დასაწყისიდან ავღანეთში საერთაშორისო კოალიციური ძალების 255 სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "პაჟვაკი" კონტიგენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ბოევიკების თავდასხმის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა, რომლის ეროვნებაც არ სახელდება. ამ დანაკარგით კოალიციის დანაკარგმა წლის დასაწყისიდან 255 სამხედრო შეადგინა.
ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციისათვის ყველაზე მძიმე თვე მაისი იყო, მაშინ 45 სამხედრო დაიღუპა. მიმდინარე ივლისში დაღუპულღა რაოდენობა ჯერ ჯერობით 35-ია. სულ ოპერაციის დასაწყისიდან ავღანეთში დაღუპულია 3,1 ათასი სამხედრო, რომლიდანაც 2,05 აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეა.