კახეთის რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად 26 ივლისს აღუდგება, _ განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ კახეთის რეგიონს გაზი და წყალი უკვე სრულად მიეწოდება.
,,პრაქტიკულად სრულად აღდგა კახეთის რეგიონში გაზისა და წყლის მიწოდება. 60% უკვე დატვირთულია ელექტროენერგიის მიწოდებაც და სავარაუდოდ, 26 ივლისისთვის რეგიონს დენის მიწოდება სრულად აღუდგება", _ განაცხადა მანჯგალაძემ.