პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, კანცელარიაში ჟურნალისტების მუშაობის საკითხი უახლოეს მომავალში მოწესრიგდება, _ განაცხადა მანჯგალაძემ.
,,ვფიქრობ, კანცელარიაში ჟურნალისტებს პრობლემები არ ექნებათ. ყველაფერი დალაგდებაDდა მოწესრიგდება. კანცელარიაში მთავრობის ახალი შემადგენლობა მუშაობს და მოგეწოდებათ ახალი ქცევის წესები", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კანცელარიაში გადაადგილება არც მანამადე იყო მარტივი.
,,თავის დროზე კანცელარიაში გადაადგილება თავისუფლად, მარტივად არავის შეძლო. სპეციალური საშვი და აკრედიტაცია არსებობდა, რომლის საშუალებით გადაადგილება იყო შესაძლებელი. Yყველაფერი მალე მოწესრიგდება და ჩვეულ რეჟიმში იქნება", _ განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტების მუშაობის წესი იცვლება. მთავრობის გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტები მე-12 სართულზე არ აუშვეს. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებს მინისტრებისთვის შეკითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ.
ჟურნალისტები მთავრობის სხდომის დასრულებას შენობის ცენტრალურ შესასვლელში, მესამე სართულზე განთავსებულ პრესრუმში ელოდებოდენენ.