25 ივლისს 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხელი მოეწერება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ეროვნული ბიბლიოთეკისა და საავტორო უფლებათა ასოციაციის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული პრობლემების მოგვარებას. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ საკითხებზე გაიმართება კონფერენციები, სემინარები, დისკუსიები.