სამრეწველო ზონაში სამშენებლო მასალების საწარმო „ლუკა"აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ფინანსთა მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ მოინახულეს. ქართული 1,1 მლნ-იანი ინვესტიციით საწარმო 2012 წლის დასაწყისში ამოქმედდა.
ქარხანაში თაბაშირ-მუყაო, ფილები და სამშენებლო აქსესუარები მზადდება. საწარმოში 30 ადამინია დასაქმებული. თითოეულის საშუალო ანაზღაურება 500 ლარია. საწარმოს პრიორიტეტი ხარისხიანი პროდუქციის გამოშვება და წარმოების გაფართოვებაა.