ავღანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივი, ფარაჰის პროვინციის პოლიციელი 13 დაქვემდებარებულ პირთან ერთად მოძრაობა "თალიბანის" მხარეს გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსმა მოწამლა ის შვიდი პოლიციელი, რომლებმაც უარი განაცხადეს მასთან ერთად "თალიბანში" გადასვლაზე. "თალიბანში" გადასულმა პოლიციელებმა თან სამსახურებრივი ავტომობილები და ცეცხლსასროლი იარაღი წაიღეს.