უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2012 წლის იანვარ-ივნისში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 437 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფება მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 331 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტია. მესამე ადგილზე ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბა-დების ჯგუფი დარჩა 146 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4866 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1140 მლნ. აშშ დოლარი იყო (10 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 3725 მლნ. აშშ დოლარი (19 პროცენტით მეტი).
"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-ივნისში 2585 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2007-2012 წლების იანვარ-ივნისის დინამიკური მწკრივის მიხედვით.