დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2012 წლის იანვარ-ივნისში 1488 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2011 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 5 პროცენტით მეტი). აქედან, ექსპორტმა 560 მლნ. აშშ დოლარს (12 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 928 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (1 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 49 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი. (2011 წელს - შესაბამისად 34, 48 და 29 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 14 პროცენტი (2011 წლის იანვარ-ივნისში - 20 პროცენტი). 2012 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 11 პროცენტით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4866 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1140 მლნ. აშშ დოლარი იყო (10 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 3725 მლნ. აშშ დოლარი (19 პროცენტით მეტი).
"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-ივნისში 2585 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2007-2012 წლების იანვარ-ივნისის დინამიკური მწკრივის მიხედვით.