ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით წარმოდგენილი კომპანია "ტექნო ბუმი" მომხმარებელს აცნობებს რომ ქსელში შემოვიდა ჰაერის წყლით გამაგრილებლების ახალი პარტია, რომელზეც განსაკუთრებული მოთხოვნის გამო ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა , კომპანიის ინფორმაციით, ინოვაციური პროდუქი-ჰაერის წყლით გამაგრილებელის ფასები ამჯერად უკვე 199 ლარიდან დაიწყება და მხოლოდ "ტექნო ბუმის" მაღაზიათა ქსელში იყიდება. როგორც მენეჯმენტში განმარტავენ, აღნიშნული ტექნიკა მომხმარებელს თანხის გარდა, ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებასაც აძლევს ის მხოლოდ ერთი ნათურის ელექტროენერგიას მოიხმარს. ამასთანავე, ჰაერის წყლით გამაგრილებელი ანალოგიური ტიპის ტექნიკისგან განსხვავებით, ეკოლოგიურად სუფთაა, გამოირჩევა ფუნქციით სამი ერთში რაც ჰაერის გაგრილება /გაწმენდა /დატენიანების ფუნქციას ასრულებს .
გარდა ამისა, ამ დროისთვის "ტექნო ბუმის" მაღაზიათა ქსელში ყველა დასახელების ტექნიკა, განსაკუთრებით კი ზაფხულის სეზონის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია, როგორიცაა: მაცივრები, კონდიციონერები, ვენტილატორები და სხვა, ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მაღაზიებში იყიდება.
კომპანია "ტექნო ბუმი" ბაზარზე 2 წელია მოქმედებს და თბილისის გარდა, გორში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი.