ბეტმენზე გადაღებულმა ახალმა ფილმმა პირველივე უიკენდზე აშშ-სა და კანადაში რეკორდული თანხა - 160 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა. სტუდია Warner Bros-მა ფილმის გადაღებაში 250 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.
მთელ რიგ სტუდიებს, მათ შორის Warner Bros-ს ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ გასული კვირის შემოსავლების შესახებ, რითაც თანაგრძნობა გამოუცხადეს ავრორას კინოთეატრში დაღუპულებს. ამის მიუხედავად ბეტმენის შემოსავლების შესახებ მედიისთვის ცნობილი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს ქალაქ ავრორაში - კოლორადოს შტატი, ფილმის პრემიერაზე 12 ადამიანი მოკლეს და 58 დაიჭრა.