აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ისრაელის ელჩი საქართველოში იცხაკ გერბერი მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს ბოლო 7 წლის განმავლობაში რეგიონში მიმდინარე აღმშენებლობაზე.
იცხაკ გერბერის განცხადებით, აჭარაში, ისე როგორც მთელს საქართველოში განვითარების სწრაფი ტემპები თვალში საცემია. ებრაელი დიპლომატის თქმით, ამ მხრივ აჭარა განსაკუთრებულია. რადიკალურად შეიცვალა ბათუმი, გალამაზდა და უმოკლეს დროში ინვესტორებისა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ქალაქად გადაიქცა. ვიმედოვნებთ, რომ ისრაელიდან ვიზიტორებისა და ინვესტორთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე დადებითად აისახება.