საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ხელს უწყობს ¿"საქართველოს ბანკს" გაზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით მეწარმე ქალების, დაფინანსება, რის შედეგადაც მოსალოდნელია ქალთა კიდევ უფრო აქტიური ჩართვა ბიზნესში და საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა.
IFC საქართველოს ბანკს 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხს გამოუყოფს მეწარმე ქალების დაფინანსების გაზრდის მიზნით, რომლებიც უფრო მეტ სირთულეს აწყდებიან ბიზნესის დაკრედიტებასთან დაკავშირებით, ვიდრე მამაკაცები. პროექტის შედეგად, საქართველოს ბანკი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 164 სერვისცენტრი გააჩნია, დააფინანსებს მცირე და საშუალო საწარმოებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ეს IFC-ის პირველი საბანკო პროდუქტია საქართველოში, რომელიც მეწარმე ქალების ბიზნესის დაფინანსებას ისახავს მიზნად და ხელს შეუწყობს მათ უფრო აქტიური როლი შეასრულონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.
`მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ზრდა, ჩვენი საცალო საბანკო საქმიანობის ერთ-ერთი მიზანია. ეს თანამშრომლობა, საშუალებას მისცემს საქართველოს ბანკს დააფინანსოს ბიზნესის მფლობელი ქალბატონები, რომელთა როლიც ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია. პროექტი ასევე სტიმულს მისცემს ქართულ ეკონომიკაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნას," განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში თომას ლუბეკმა განაცხადა: `პროექტი საქართველოში საშუალო საწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზებისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფას ითვალისწინებს. მეწარმე ქალების მიერ ჩამოყალიბებულ საწარმოებს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. ეს პროექტი მათთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის და ამ გზით საზოგადოების ფართო ნაწილის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს."
IFC მეწარმე ქალებს მსოფლიო მასშტაბით უწყობს ხელს, რამდენადაც ეს განვითარებად ქვეყნებში მდგრადი კერძო სექტორის წახალისების მისიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. IFჩ თანამშრომლობს საფინანსო ინსტიტუტებთან მეწარმე ქალებისთვის ფინანსური რესურსების გაზრდის მიზნით მიზნობრივი კრედიტების გამოყოფის, ბაზრის ანალიზისა და მეწარმე ქალების უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით. IFC-მ მეწარმე ქალებზე ორიენტირებული საბანკო პროგრამა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 2011 წელს წამოიწყო, რითაც პარტნიორი ბანკების მეშვეობით მეწარმე ქალების დაკრედიტებას უწყობს ხელს.
IFC საქართველოს ბანკის გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანია Bანკ ოფ Gეორგია Hოლდინგს PLჩ-ის აქციონერია, რომელმაც 2012 წლის 28 თებერვალს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განათავსა.
საქართველო IFC -ის წევრი 1995 წელს გახდა. IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 660 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 42 პროექტში. გარდა ამისა, IFC თავისი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, IFC საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით კომპანიებს სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაში ეხმარება და ასევე, მუშაობს ბანკებთან მათი რისკის მართვის პრაქტიკის განმტკიცების მიზნით.