კისლოვოდსკში მასობრივ დაპირისპირებას წარმოშობით ქართველი, 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით ჩხუბი ერთ-ერთი რესტორნის წინ დაიწყო, სადაც ქართველ, სომეხ და ყარაჩაელ ახალგაზრდებს თავს კაზაკები დაესხნენ.
მოკლეს სომეხი ახალგაზრდაც. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. 23-ი წლის ყარაჩაელი ახალგაზრდა კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით ჩხუბი ეთნიკურ მოტივზე მოხდა.
სამართალდამცველებმა, ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პიროვნება უკვე დააკავეს.