21 და 22 ივლისს, ვარდების რევოლუციის მოედანზე, კომპანია "ნატახტარმა" რიგით მესამე "ბილისის ლუდის ფესტივალს" უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში ლუდის მოყვარულებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ლუდსახარში "ნატახტარის" სამი ბრენდის ლუდი დაეგემოვნებინათ, კარგი მუსიკა მოესმინათ და სახალისო ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა. ორი დღის განმავლობაში ვარდების რევოლუციის მოედანზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ, როგორც ადგილობრივი ლუდის მოყვარულები, ასევე უცხოელი სტუმრები. ასე რომ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მსგავსად, ლუდის ფესტივალის მოწყობა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ წლევანდელი ღონისძიება ყველაზე ხალხმრავალი და გრანდიოზული იყო მთელს სამხრეთ კავკასიაში.
"თბილისის ლუდის ფესტივალი" საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებმა საზეიმოდ გახსნეს _ ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილი მომსახურე გოგონების კორიდორის გაიარეს და ხის უროს დარტყმით ლუდის კასრი გახსნეს, საიდანაც სტუმრებმა პირველი ლუდი დააგემოვნეს. აღსანიშნავია, რომ თბილისის ლუდის ფესტივალზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლო. წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იყო უამრავი გასართობი, საინტერესო და სახალისო ღონისძიებით. ვარდების რევოლუციის მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სცენაზე, ცოცხალი შესრულებით, ცნობილი ქართული ჯგუფები და მომღერლები ასრულებდნენ პოპულარულ კომპოზიციებს. `მგზავრები~, `ბანდეროლი~, კორკოტა, Lოუდსპეაკერ, დავით ილურიძის ბენდი, `ზარები~, `ნალი~ და `ზურგი~ _ ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სწორედ ამ შემსრულებლების მოსმენა შეეძლოთ. ფესტივალის პირველი დღე `მგზავრებმა~ მეორე დღე კი სალომე კორკოტაშვილმა დახურა.
`თბილისის ლუდის ფესტივალის~ ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა 30 მეტრიანი ბარი იყო, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცივი ლუდი დაეგემოვნებინათ. ლუდის ფესტივალზე სტუმრებს საინტერესო და სახასიათო აქსესუარების შეძენა შეეძლოთ. აღსანიშნავია, რომ `თბილისის ლუდის ფესტივალს~ საერთო ჯამში 100-მდე პროფესიონალი მომსახურე პერსონალი ემსახურებოდა. კათხა ლუდის შეძენა სტუმრებს მხოლოდ ერთი ლარად შეეძლოთ.
პატარებისთვის ფესტივალზე `ნატახტარის~ ლიმონათის კუთხე მოეწყო, სადაც მიმების თეატრი და ჯამბაზები ბავშვების გუნება-განწყობილებაზე ზრუნავდნენ.
"სწორედ მაშინ, როცა თბილისში ლუდის ფესტივალი იმართებოდა, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში 33 ლუდის ფესტივალი მიმდიანრეობდა. ერთი კვირის წინ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 40-მდე ასეთი ფესტივალი გაიმართა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მსოფლიოში არსებობს ე.წ. ლუდის კალენდარი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტთა შორის და ხშირად თავის მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ამ ფესტივალს ამთხვევენ. სამი წლის წინ, როცა პირველად დავიწყეთ ლუდის ფესტივალის ჩატარება, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ დროთა განმავლობაში მსოფლიოს ლუდის ფესტივალების კალენდარში `თბილისის ლუდის ფესტივალიც~ მოხვდეს.
გვახარებს ის, რომ სტუმრების რიცხვი ფესტივალზე წლიდან-წლამდე იზრდება და მათ შორის უცხოელი სტუმრებიც არიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს ფესტივალი ტურისტების ინტერესის სფეროში მოხვდება.
წლევანდელ ფესტივალზე ძალიან ბევრი საინტერესო და გამორჩეული ღონისძიება შევთავაზეთ სტუმრებს. მათ შორის იყო, 30 მეტრიანი ბარი, სადაც ლუდის მოყვარულებს სპეციფიკურ სამოსში გამოწყობილი უამრავი ლამაზი გოგონა ემსახურებოდათ და ამიტომ ლუდის დასალევად სტუმრებს ხალხმრავალ რიგში ჩადგომა არ უხდებოდათ. რაც ძალიან მოეწონათ სტუმრებს ცივი და უქაფო ლუდი იყო.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის"- განაცხადა ლუდსახარში `ნატახტარის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო სურმავამ.
"ყოველ წელს ვცდილობთ, რომ `თბილისის ლუდის ფესტივალი~ უფრო მეტად იყოს დატვირთული საკონცერტო პროგრამებით. წლევანდელ ფესტივალზე დაახლოებით ათამდე გამომსვლელი გვყავდა და სცენიდან ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში ისმოდა მუსიკა. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სასიამოვნო და საზეიმო განწყობას უქმნიდნენ არა მხოლო მუსიკოსები, არამედ მსახიობები და ანიმატორები. ისევე, როგორც გასული ორი ფესტივალის ფარგლებში, ახლაც გვქონდა მოწყობილი საბავშვო კუთხე, სადაც პატარებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათY`ნატახტარის~ შუშხუნა ლიმონათი და სხვადასხვა სახალისო თამაშებში მიეღოთ მონაწილეობა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რითაც წლევანდელი ლუდის ფესტივალი იყო გამორჩეული ოთხი, 10 კაცზე გათვლილი მაგიდა იყო, სადაც სრულიად უცხო ადამიანებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ერთად მოელხინათ კათხა ლუდზე. ეს არის გამოცდილება, რომელიც დასავლურ ლუდის ფესტივალებს აქვთ და გვინდა დავამკვიდროთ საქართველოშიც. ლუდის ფესტივალი სახალხო ზეიმია, სადაც შეიძლება სრულიად უცხო ადამიანი გაიცნო და მასთან ერთად გაატარო ლუდის საღამო. ეს არის ლუდის სმის კულტურა არ თრობისთვის, არამედ გართობისთვის და სიამოვნებისთვის. მაგალითად გასულ წელს ფესტივალის ფარგლებში 25 ათასი ლიტრი ლუდი დალიეს სტუმრება, წელს კი თითქმის ორჯერ მეტი, რადგან სტუმრების რაოდენობაც გაორმაგებული იყო.
გაიმართა შეჯიბრი ლუდის სმაში და ჭამაში, ბლოგერების შეჯიბრი ჩექმის ფორმის ჭიქებიდან და შეჯიბრი ლუდის სმაში. ამ კონკურსებში გამარჯვებულებს ლუდის სიმბოლიკის სუვენირები გადაეცათ.
გვიხარია რომ თბილისის ლუდის ფესტივალმა უკვე მოიპოვა სახელი ამიერკავკასიაში და ჩვენთან გამოცდილების მისაღებადაც ჩამოდიან მეზობელი ქვეყნებიდან. მაგალითად ამ ლუდის ფესტივალს ესწრებოდა ერევნის ლუდის ფესტივალის ორგანიზატორი, რათა ჩვენი გამოცდილება გაეზიარებინა"- აღნიშნა თბილისის ლუდის ფესტივალის ორგანიზატორმა სანდრო კაკულიამ.
"ძალიან მიყვარს ლუდი და რა თქმა უნდა ყოველთვის ვესწრები ამ ფესტივალს თბილისში. `ნატახტარის~ ბრენდის თითქმის ყველა ლუდი მომწონს, გასანკუთრებით კი `მთიელი~, ამიტომ არ გავუშვი შანსი ხელიდან და მეგობრებთან ერთად მოვედი ამ ფესტივალზე. მომწონს ისიც, რომ ყოველ წელს ფესტივალი შინაარსობრივად სულ უფრო საინტერესო და სანახაობის თვალსაზრისი დატვირთულია. დასანანია, რომ ასეთი კარგი დღესასწაული თბილისში მხოლოდ ორი დღე გაგრძელდა და არა მთელი კვირა"- განაცხადა თბილისის ლუდის ფესტივალის სტუმარმა გიორგი ლაბაძემ.