"62 წლის ვარ, ასეთი სიხარული დიდი ხანია აღარ განმიცდია, დაუჯერებელი იყო, მართლა არ მეგონა ეგ ის იღბლიანი ადამიანი თუ მე აღმოვჩნდებოდი......" - ემოციებს ვერ მალავდა ჩვენთან საუბრისას "ნატახტარის" ტრადიციული გათამაშების გამარჯვებული ოლეგ ღვინიანიძე, რომელიც „ნატახტარის გათამაშების" მთავარი პრიზის - 50 ათასი ლარის მფლობელი გახდა.
ცხოვრობს ქალაქ რუსთავში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. როგორც თავად ამბობს ლუდის სიყვარულმა ბედს აზიარა.: "ლუდი ძალიან მიყვარს, "ნატახტარი" ყველაზე მეტად. დღე არ გავა ლუდი არ დავლიო. ეს საბედისწერო დღეც ასე დაიწყო. სამსაუხრიდან დაღლილი დავბრუნდი, ისეთი დაღლილი მაღაზიაში შევლაც კი დავიზარე, მეგობარს ვთხოვე ლუდი ეყიდა და ფული მივეცი. რა ვქნა 2 ლიტრიანი არ იყო და 2,5 ლიტრიანი ვიყიდეო. უფრო მეტი ლუდი შეგვხდება მეთქი - გავეხუმრე. სახლში ავედით, კათხები შევავსეთ და უკვე უნდა მომესვა, თავსახური ავიღე და გავიფიქრე, ორჯერ 20 ლარი მოვიგეთ და აბა, მესამედ რას გვიმზადებს ნატახტარი. 50 რომ დავინახე,თავდაპირველად მეგონა ბოთლი მოვიგე, თვალებს არ ვუჯერბდი, ჩემს ხმაურზე მეუღლე და ბავშვები შემოცვვიდნენ, რა ხდებაო...... რაღა რა ხდებოდა?! ხელში ფაქტობრივად, 50 ათასი მეჭირა."
_ პირად ცხოვრებაშიც ასე გაგიმართლათ?
_ ნამდვილად გამიმართლა. მყავს ოჯახი, რომელიც ძალიან მიყვარს. დღემდე შეყვარებული ვარ. უცნაური ხასიათი მაქვს. არ მინდოდა ჩემს მეუღლეს ემუშავა, სურვილი მქონდა ის მარტო დიასახლისი ყოფილიყო და ყველაზე დიდი დრო ოჯახისთვისა და ბავსშვებისთვის დაეთმო. ასეც მოხდა. ძალიან კარგი დიასახლისი და ოჯახის მოსიყვარულე ადამიანია.
გარადა ამისა, ისედაც იღბლიანი ვარ. ადრე ავარიაში მოვყევი, ჩემთან ერთად ვინც იყო, ყველა საავადმყოფოში მოხვდა, მე ერთი ნაკაწრიც არ მქონდა. ალბათ თავიდანვე მფარველი მყავს ზემოთ.
_ 50 ათასის მოგებასაც თქვენს იღბალს მიაწერთ?
_ რა თქმა უნდა. ჩემს იღბლას და ლუდის სიყვარულს. თუმცა არ მეგონა ასეთი რამე თუ რეალურად ხდებოდა. არც მეზობლები და ახლობლები იჯერებდნენ.
_ თქვენ 20 ლარი ორჯერ მოიგეთ ამ გათამაშების ფარგლებში...
_ ესეც მოუდლონელი იყო, ჯერ ჩემმა შვილმა და შემდეგ მე. მეუღლეს ვთხოვე გაეხნა ბოთლი, და გახარებულმა აბა, გამოიცანი ხელში რა მიჭირავსო. არ ვუჯერებდი, 20 ლარი რომ დამანახა, გამეცინა. ვუთხარი "ნატახტარის" სახელზე ტყემალი გაეკეთებინა და ვაჩუქე. საკმაოდ გემრიელი ტყემალი გამოგვივიდა.
_ თავად როგორი მზარეული ხართ?
_ მიუხედავად იმისა რომ, ჩემი მეუღლე საუკეთესო დიასახლისია, მეც მიყვარს სამზარეულოში ყოფნა და საკმაოდ გემრიელი კერძები გამომდის. თუმცა მინდა ვაღიარო, ამას მაშინ ვინდომებ, როცა სახლში ქალი არ არის.
_ ერთი სიტყვით ყველაფერი გეხერხებათ, რა პროფესიის ხართ?
_ მთელი ცხოვრება ვმუშაობ, ზოგჯერ თავად ვიგონებ სამუშაოს, რომ უქმად არ ვიყო. პროფესიით ელექტრიკოსი ვარ, სტაბილური სამსახური არ მაქვს, ამიტომ ძირითადად სხვადასხვა კომპანიებთან ვთანამშრომლობ. ღორების საკუთარი ფერმა მაქვს, შრომა არ მეზარება, ერთი სიტყვით არ ვჩერდები.
_ მოგებული თანხის დახარჯავს სად და როგორ აპირებთ?
_ ფერმის გაფართოებაზე ვოცნებობდი, ბედმა გამიღიმა და შანსი მომცა. ალბათ თანხის ძირითად ნაწილს მას მოვახმარ. დანარჩენს ოჯახის წევრებს გადავუნაწლებ, მათაც გაუჩნდა გეგმები და სურვილები, რაზეც უარს ვერ ვეტყვი.