დღეს, 29 იანვარს, 12:00 საათზე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აზერბაიჯანის ტრასპორტის მინისტრი, ზია მამედოვი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს, ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდება.
მინისტრების შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება. შეხვედრის შემდეგ, 13:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში~ ყარსი-თბილისი-ახალქალაქის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მე-8 სხდომა გაიმართება, რომელსაც აზერბაიჯანისა და ქართულ დელეგაციასთან ერთად ორივე მინისტრი დაესწრება.
სხდომაზე სარკინიგზო ხაზის მიმდინარე მშენებლობისა და რესტრუქტურიზაციის საკითხებს განიხილავენ.
სხდომის შემდეგ მინისტრები ჟურნალისტებს მისცემენ კომენტარს შეხვედრაზე განხილული საკითხების და გადაწყვეტილებების შესახებ.