ბიძინას მოსვლის შემდეგ, იქნებ საფლავიდანაც ამომიგდონ ჩემი შვილი, - ასეთი რეპლიკით დახვდა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, ალექსი ნატროშვილის დედა, ნათელა ნატროშვილი ბიძინა ივანიშვილს სოფელ ვაჩნაძიანში. მან ივანიშვილს რუსეთის მიერ მართული უწოდა.
"ჩემი შვილი აგვისტოს ომში დაიღუპა. ეს ქუჩა ჩემი შვილის სახელს ატარებს და ივანიშვილის მსგავსი ხალხი, საქართველოს არ სჭირდება. საქართველოს ის ადამიანი სჭირდება, ვინც ქართულ საქმეს გააკეთებს. ქართული ოცნება ის არ არის, რომ რუსეთში შეძვრეს ადამიანი. ახლა თუ სტიქიამ გაგვანადგურა, 2008 წელს რუსეთმა გაგვანადგურა და ყოველთვის გვანადგურებდა და ბიძინას მოსვლის შემდეგ, იქნებ საფლავიდანაც ამომიგდონ ჩემი შვილი", - განაცხადა ნათელა ნატროშვილმა.