საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა შემცირდა, თუმცა სოციალური დაცვის არსებული სქემები ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების საჭიროებას ვერ უზრუნველყოფს. საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, - იტყობინება "ბი-ბი-სი" გაეროს ბავშვთა ფონდის "იუნისეფის" მიერ მომზადებულ დოკუმენტზე დაყრდობით.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოყოს დამატებითი სახსრები ბავშვებს შორის სიღარიბის ზღვარის დასაწევად, რაც საქართველოში კვლავინდებურად მაღალია.
დოკუმენტი ეყრდნობა 2009 -2011 წლებში ქვეყნის კეთილდღეობის კვლეევას. ამ პერიოდში საქართველოში სიღარიბის ზღვარი, მთლიანობაში, დაწეულია.
კვლევის პერიოდში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 24-დან 22%-მდე შემცირდა. ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობაც 28-დან 25%-მდეა შემცირებული.
ამის მიუხედავად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმებისა და ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი კვლავინდებურად მაღალია, განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს მდგომარეობა ბავშვებში. 77 ათასი ბავშვი უკიდურესად ღარიბად ცხოვრობს.
ბი-ბი-სისთან საუბრში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სოციალური პროგრამები გაიზრდება.
თავის მხრივ, "იუნისეფი" სადისკუსიო დოკუმენტში იძლევა რეკომენდაციას მიზნობრივი სოციალური დახმარება 50 ან 100%-ით გაიზარდოს.
ორგანიზაცია ასევ განიხილავს ალტერნატიულ ვარიანტს, რომ ხელისუფლებამ შექმნას ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა 16 წლამდე ბავშვების დასახმარებლად. ამ შემთხვევაში, თუ ყოველ ბავშვზე ხელისუფლება გასწევს 30 ლარს, მას თვეში 25 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს, რაც შესაძლებელს გახდის ბავშვების 60% უკიდურესი სიღარიბისგან გადარჩნენ.
"საქართველოს მომავალი ბავშვებში და იმ ოჯახებშია, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და ეს ინვესტიცია იქნება ინვესტიცია საქართველოს აწმყოსა და მომავალში", - აცხადებს იუნისეფის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში არონ გინგბერგი ბი-ბი-სითვის მიცემულ ინტერვუში.