დღეს, 22 ივნისს, ერთი წელი შესრულდა ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელსაც ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის სიცოცხლეც შეეწირა.
ანდრეს ბრეივიკმა 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერორისტული აქტი განახორციელა, რომლის მსხვერპლიც 77 ადამიანი გახდა. 69 ადამიანი მან კუნძულზე მოკლა, 8 კი ოსლოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
32 წლის ბრეივიკი დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ის ტერორისტულ აქტს რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდა.
ნორვეგიელი ანდერს ბეჰრინგ ბრეივიკი ტერაქტს 9 წელი ამზადებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი "Daily mai" ბრეივიკზე დაყრდნობით წერდა.
ბრეივიკის ტერაქტის იდეა 2002 წელს ლონდონში გამართულ შეხვედრისას დაებადა, სადაც გადაწყდა, რომ ტამპლიერების სამეფო ორდენი უნდა აღდგენილიყო. ტერაქტის მომზადებისთვის მან 300 ათასი ევრო დახარჯა.