მაშველები მტკვარში მამაკაცის ცხედარს ეძებენ. საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ინფორმაციით, მათთან შევიდა შეტყობინება, რომ მტკვარს მამაკაცი მიჰქონდა.
შემთხვევა ბარათაშვილის ხიდთან დაფიქსირდა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.