საჩხერეში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გიორგი თარგამაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მან საჩხერელებისათის მიცემული პირობა შეასრულა და ყველაფერი გააკეთა იმისათვსის, რომ ვალერი გელბახიანი საქართველოში დაბრუნებულიყო.Mთარგამაძის თქმით, წინა შეხვედრებზე საჩხერელები გელბახიანის ბედით იყვნენ დაინეტრესებულნი და მას ამ საკითხში დახმარებას სთხოვდნენ.
დღეს ქრისტიან-დემოკრატების შეხვედრაზე ვალერი გელბახიანიც მივიდა და მათ ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა.
შეხვედრაზე გიორგი თარგამაძემ ყურადღება გაამახვილა პარტიის პრიორიტეტებზე და ისაუბრა განათლებაზე, დასაქმებაზე, სოფლის მეურნებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. Mმისი თქმით სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ქართულ სოფელში უნდა შემოვიდეს ახალი ტექნოლოგიები რომელიც მოსავლის დროულად აღებას, შენახვასა და შემდგომ მის რეალიზაციას უზრუნველყოფს. Aამ დარგის ფეხზე დაყენება კი ქვეყანაში საბოლოოდ აღმოფხვრის დაუსაქმებლობას.
თარგამაძის განცხადებით ქრისტიან დემოკრატებს სხვა პარტიებისგან განასხვავებთ მთავარი პრინციპი "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის".
"ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი სხვებისგან არის ის რომ ჩვენთან ერთი ყველასათვისაა და ყველა ერთისთვის, ჩვენ ავაშენეთ პოლიტიკური პარტია, რომელიც სხვათა დინებას არ მიჰყვება, წონასწორობას არ კარგავს, ერთდღიან ხეირს ან სარგებელს არ ეძებს და შრომობს ფუტკარივით, რათა ღირსეულად ემსახუროს ღმერთს, სამშობლოს და ოჯახს. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები დაბადებით, მაგრამ ჩვენ ვართ ქრისტიან-დემოკრატები არჩევანით. ეს არჩევანი კი ნიშნავს მუდმივ და დაუღალავ ბრძოლას თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, და სოლიდარობისთვის. Gგანაცხადა გიორგი თარგამაძემ და დასძინა რომ ქრისტიან-დემოკრატიული" პროგრამა არის გასაღები გაჩერებული ქართული ეკონომიკური ძრავის აღსადგენად. "ეს არის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ყველა არსებული პრობლემის მოგვარებას, რომელიც მოსახლობას აწუხებს - იქნება ეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მიღება ახალგაზრდებისთვის, დასაქმება მშობლებისთვის, თუ დაფასება და პატივისცემა პენსიონერებისთვის, ",- აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.