რუსეთის პატრიარქმა კირილმა მადლობის წერილი გაუგზავნა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს კრასნოდარის მხარეში მომხდარი წყალდიდობის შედეგებთან დაკავშირებით გამოთქმული მწუხარების გამო, - იუწყება რუსეთის საპატრიარქოს საიტი.
„მჯერა, რომ ღმერთი და მაცხოვარი იესო ქრისტე შეისმენენ ჩვენი მოძმე ეკლესიების იერარქების, კლირიკებისა და მრევლის ერთსულოვან ლოცვებს და წყალობასა და ნუგეშს მოუვლენს ამ კატასტროფაში დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს. ხოლო გარდაცვლილებს კი სამუდამო სასუფეველს დაუმკვიდრებს," - ნათქვამია მიმართვაში.