საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს კახეთში ყოფნისას კიდევ ერთი ინიციატივა გააჟღერა. მისი თქმით, სტუდენტები, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ცხოვრებენ, სწავლის საფასური ერთი წლით გადაუვადდებათ.
პრეზიდენტი კვლვ კიახეთში იმყოფება და დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სოფელ შაშიანის, კალაურის, ვაშნაძიანის და კალაურთის მოსახლეობას შეხვდა და აღდგენითი სამუშაოები პირადად დაათვალიერა.