დღეს, 21 ივლისს, ქართველ მოცეკვავეს, თენგიზ სუხიშვილს, 74 წელი შეუსრულდებოდა. ქართველი ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი თენგიზ ილიას ძე სუხიშვილი 1938 წლის 21 ივლისს თბილისში ილია სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ოჯახში დაიბადა.
1953 წლიდან იყო საქართველოს ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი სოლისტი, 1969 წლიდან - ანსამბლის ქორეოგრაფი, 1958 წლიდან - სამხატვრო ხელმძღვანელი (ნ. რამიშვილთან ერთად) . აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სოლოპარტიები ცეკვებში "სიმდი", "ქაჯეთის აღება", "ხონგა", "ხევსურული", შეჯიბრი" და სხვა. დადგმები: "ხონგა", "მხედრული", "მთიულური", "შეჯიბრი", "გამარჯვება", "ანანური", ქორეოგრაფიული კომპოზიცია "საკოლმეურნეო" და სხვა.
სუხიშვილი 2007 წლის 25 მარტს გარდაიცვალა.