დღეს, 21 ივლისს, ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა.
ქართველი საესტრადო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანი გიორგის ასული ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს თბილისში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1959-1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ "რეროს" სოლისტი, 1964 წლიდან - ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "ორერას" სოლისტი. 1980 წლიდან გამოდის სოლოკონცერტებით.
ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია.