მსოფლიოში ყველაზე საშიში სასტუმრო იტალიის ალპებში მდებარეობს. სასტუმრო სულ ახლახან გაიხსნა და ის მხოლოდ ალპინისტებისთვისაა განკუთვნილი.
სასტუმროს თეთრ-წითელი მილის შესახედაობა აქვს. მილი თითქოს მიწაშია ჩარჭობილი. მიწის ზემოდან მისი სიგრძე 300 მეტრია. სასტუმროს ცნობილი იტალიელი მთამსვლელის საპატივცემულოდ Guisto Gervasutti ქვია. სასტუმრო, ძირითადად, მზის ბატარეებით ფუნქციონირებს და მასში სოფლის კარადები, მაგიდები და საწოლებია. სასტუმროში ღამის გათევა 30 ევრო ღირს.