,,ქართული დასის" ლიდერითვის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დავით უსუფაშვილის საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელება მოულოდნელი აღმოჩნდა", _ აღნიშნულის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერთან ჯერ კიდევ სამი თვის წინ იყო შეთანხმებული, რომ ის კენჭი ყრას საბურთალოს რაიონში აპირებდა.
,,საბურთალოს საკითხს ჯერ კიდევ სამი თვის წინ განვიხილავდით. ,,ქართულ ოცნებაში" ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როცა ,,ქართული დასის" პოტენციალს რეგიონებში განვიხილავდით და როდესაც საკითხი მაჟორიტარულ ოლქებზეც მიდგა, რაც ვთქვი და ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს არის ის, რომ საბურთალოზე კენჭისყრას ვაპირებდი. ერთი სიტყვა, განსხვავებული აზრი ამ საკითხის ირგვლივ არ მომისმენია", _ განაცხადა ბაღათურიამ და აღნიშნა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდება.
"საბურთალოს რაიონში დავით უსუფაშვილის მაჟორიტარად დასახელება ჩემთვის მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა. ალბათ, ეს სიტუაცია გაირკვევა. გაფუჭებული ტელეფონის სიტუაცია, რომ განმეორდეს არ მინდა და ბიძინა ივანიშვილს უშუალოდ შევხდები", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.