„ქრისტიან-დემოკრატები" გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ მევენახების უმძიმეს მდგომარეობას.
ვენახების ძირითადი ნაწილი სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურდა. მევენახეები უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ისინი ვერ მოახერხებენ კრედიტების დროულად დაფარვას.
გიორგი თარგამაძის განცხადებით ,მრავალწლიანი კულტურები, მაგალითად ვენახი, სულ მცირე სამი წლის განმავლობაში მოსავალს ვერ მისცემს გლეხს. შესაბამისად, სააკაშვილის განცხადებას ერთწლიან შეღავათებთან დაკავშირებით აბსურდულსა და არაადეკვატურს უწოდებს, რადგან ის ზარალი, რომელიც გლეხებმა მიიღეს ერთწლიანი შეღავათით ვერ ანაზღაურდება.
„სააკაშვილი და მისი ხელისუფლება გლეხებისთვის ერთწლიან შეღავათებთან დაკავშირებით არაადეკვატური ინიციატივებით გამოდის, რადგან ეს ვერ შეძლებს იმ დანაკარგის ანაზღაურებას რაც მევენახეებმა სტიქიის შედეგად ნახეს. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას სამწლიანი საპროცენტო შეღავათების გაზრდისკენ რაც გლეხებს თავიდან აარიდებს სასესხო თანხების გადახდას ბანკებში" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ