სვანეთში დაღუპული ორი უკრაინელი ალპინისტები ზუგდიდში გადმოასვენეს. საშა ტარაკინი და დიმა ვოლოშინი ზუგდიდში ვერტმფრენით გადაასვენეს, სადაც ექპსპერტიზა ჩაუტარდებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუოულ მთამსვლელებს სამშობლოში,რამდენიმე დღეში ტექნიკური დეტალების მოგვარების შემდეგ გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ საშა ტარაკინისა და დიმა ვოლოშინის დაღუპვის ადგილამდე მისვლას 2 დღე დასჭირდა. გარდაცვლილი მთასვლელები 15-კაციანმა სამაშველო ჯგუფმა 3,500 მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინა და მათი გადაყვანა გადმოსვენებისთვის ხელსაყრელ ადგილზე შეძლო.
უშბიდან დაშვებისას მთამსვლელებს, დამცავი მექანიზმი დაუზიანდათ, რის გამოც ბაგირი გაწყდა და ალპინისტები ხევში გადაიჩეხნენ.