საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რეზერვისტები და საინჟინრო ბატალიონი მეორე დღეა აქტიურად არიან ჩართული სტიქიის ზონაში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე და თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პირადად ადევნებენ თვალყურს აღდგენით სამუშაოებს.
რეზერვისტები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონაში ადგილობრივ მოსახლეობას უწევენ დახმარებას და ქუჩებს წაქცეული ხეებისა და ელექტრო ბოძებისგან წმინდავენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების სრულ ლიკვიდაციამდე გააგრძელებს მუშაობას. კახეთის რეგიონში რეზერვისტები, საინჟინრო ბატალიონი და ყველა საჭირო ტექნიკა მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები