საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომა მოიწვია, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად დაწყებული მასშტაბური სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავრობა, პრაქტიკულად, შეუძლებელს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს. ქვეყნის პირველი პირის თქმით, სტიქიის შედეგად ყველაზე მძიმედ დაზარალებულები სრულად მიიღებენ კომპენსაციას, დანარჩენებს კი, ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ.
რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კრედიტებს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას მათი გადახდის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება, სესხის პროცენტს კი სახელმწიფო დაფარავს.