კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საბანკო კრედიტის დაფარვის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდათ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ საპროცენტო თანხას სახელმწიფო დაფარავს.
,,ჩვენ ვიცით, რომ გლეხების უმრავლესობა დაზარალდა და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა იმის გამო, რომ ბევრ მათგანს კრედიტები აქვს აღებული. ბანკებთან მოვილაპარაკებთ და ერთი წლით გადავდებთ, გავაგრძელებთ ამ კრედიტებს და პროცენტის გადახდას საქართველოს მთავრობა საკუთარ თავზე იღებს", _ განაცხადა საქართველოს პრემიერმა ივანე მერაბიშვილმა.