სტიქიით დაზარალებულები მოსახლეობა სამ კატეგორიად დაიყოფიან, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერმა ივანე მერაბიშვილმა თელავის რაიონის სოფელ შალაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
,,დაზარალ ებულთა პირველ კატეგორიაში შედიან ის მოქალაქეები, გლეხები ვინც ნაგრავების 100% დაკარგა. ჩვენ ვაპირებთ, თითოეულ ოჯახს გადავცეთ 1300-დან 1500 ლარამდე ,მეორე კატეგორია ეს არის ვისაც გაუნადგურდა ნათესებისა და ნარგავების 70-80% და მათ 800-დან 900 ლარამდე თანხას გადავცემთ. მესამე კატეგორია ეს არის გლეხების ის რაოდენობა ვისაც მოსავლის 50 პროცენტი გაუნადგურა და ისინი 300-დან 500 ლარამდე მიიღებენ", _ განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაზარალებულებს სასურსათო ვაუჩერს გადასცემს.
,,ჩვენ აღვწერეთ და ვაგრძელებთ ყველა დაზარალებულის აღწერას. განსაკუთრებით ეს ეხებათ იმას, ვისაც სახლის სახურავები დაუზიანდათ. ვაპირებთ ყველა დაზარალებულ ოჯახს სახლის სახურავის აღდგენაში დავეხმაროთ. ამ წუთში ვახორციელებთ უფასოდ, შხამქიმიკატებისა და საწვავის დარიგებას, რათა გლეხებმა ის ნარგავები გადაარჩინონ, რომელიც ბოლომდე განადგურებული არ არის. ყველა დაზარალებულ ოჯახს ვაპირებთ სასურსათო პაკეტი გადავცეთ, რომელშიც შედის ფქვილი, შაქარი და ზეთი", _ განაცხადა მერაბიშვილმა.