ქრისტიან-დემოკრატები დღეს ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში იმყოფებოდნენ. მოძრაობის ლიდერებმა მოინახულეს დაზარალებული ოჯახები და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
სოფელში ადიდებულმა მდიანრე არეშმა მთლიანად დატბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და გაანადგურა მათი სამეურნეო სავარგულები. Gგიორგი თარგამაზემ მაგდა ანიკაშვილმa და ლევან ვეფხვაძემ პირადად მიიღეს მონაწილეობა დატბორილი სახლების გასუფთავებასა და რეაბილიტაციაში. G
gიორგი თარგამაძის განცხადებით სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კუთხით მობილიზებულია "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციებიც ასევე შექმნილია 8 მობილური ჯგუფი რომელიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზეა ორიენტირებული"
"ჩვენ ადგილზე გავეცანით სტიქიის შედეგებს, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, მწვავედ დგას სახლების სახურვების აღდგენისა და რეაბილიტაციის საკითხი. სერიოზული მუშაობა იქნება ჩასატარებელი და ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით სამუშაოებში, რომ ობიექტურად შეფასდეს ის დანაკლისი და დანაკარგი, რომელიც აქვს მოსახლეობას, რათა მათზე გაიცეს ადეკვატური ოდენობის კომპესაციები. ამიტომ ჩვენ მხარს დავუჩერთ არა მხოლოდ საპარლამენტო რიგგარეშე სხდომის მოწვევას, არამედ მნიშვნელოვან საბიუჯეტო ცვლილებებს, რომელიც ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს კახეთის ოჯახებს იმ მძიმე ზარალს, რომელიც მათ სტიქიამ მიაყენა."- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
ქრისტიან დემოკრატები დღესვე გაემგზავრებიან თელავსა და გურჯაანში და ადგილზე მიიღებენ მოანწილეოაბს სარეაბილიტაციო სამუშაოებში.