პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის განცხადებით, დაზარალებული მოსახლეობა პირველ მეორე და მესამე კატეგორიად დაიყოფა.
"სამივე კატეგორია მიიღებს სასურსათო დახმარების პაკეტს და ზიანის კატეგორიების მიხედვით, ყველა ოჯახი მიიღებს ფულად კომპენსაციას. საქართველოს ხელისუფლება ასევე განიხილავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კრედიტების რესტრუქტურიზაციის საკითხს და აგვარებს ტექნიკურ, ფინანსურ თუ სხვა საკითხებს", - განაცხადა ივანე მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს.