„ქრისტიან-დემოკრატები" დღეს თელავში ჩავიდნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ დაზარალებული მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ქდმ-ს პრეს-სამსახურიდან აცნობეს, ქდმ-ს ლიდერებმა, ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც დაასუფთავეს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კუთხით ჩართულია „ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის რეგიონალური ორგანიზაციებიც. ასევე შეიქმნა 8 მობილური ჯგუფი, რომელიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე არის ორიენტირებული.
მოძრაობის ლიდერის თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს კომპესაციებითა და სასიცოცხლო ინფრუსტუქტურით უზრუნველყოფა.
თელავში გამოიკვეთა პურით მომარაგების პრობლემა, რაზეც ხელისუფლებამ სასწრააფო რეაგირება უნდა მოახდინოს. ასევე მწვავედ დგას სახლების სახურვების აღდგენისა და რეაბილიტაციის საკითხი.
„სერიოზული მუშაობა იქნება ჩასატარებელი და ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით სამუშაოებში, რომ ობიექტურად შეფასდეს ის დანაკლისი და დანაკარგი, რომელიც აქვს მოსახლეობას, რათა მათზე გაიცეს ადეკვატური ოდენობის კომპესაციები. ამიტომ ჩვენ მხარს დავუჩერთ არა მხოლოდ საპარლამენტო რიგგარეშე სხდომის მოწვევას, არამედ მნიშვნელოვან საბიუჯეტო ცვლილებებს, რომელიც ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს კახეთის ოჯახებს იმ მძიმე ზარალს, რომელიც მათ სტიქიამ მიაყენა."- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
„ქრისტიან-დემოკრატები" ამ საკითხს ხვალ რიგგარეშე სხდომაზეც წარადგენენ.