„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ხარაგაულის რაიონის სოფელ საღანძილეში თემურ წარიაშვილის ოჯახს ესტუმრნენ.
„ქრისტიან-დემოკრატებმა" თემურ წარიაშვილის მსხვილფეხა საქონელს ვაქცინაცია ჩაუტარეს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, სახელმწიფომ უფორ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ვეტერინარიული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
თითოეულ თემში აუცილებელად უნდა შეიქმნას ვეტერინარიული ბიუროები, რათა მოსახლეობას საქონელის დაავადებებისგან დაცვისა და პრევენვიის შესაძლებლობა ქონდეს.
ამის შემდეგ გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც ადგილობრივების პრობლემები დეტალურად შეისწავლეს და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა გააცნეს.
„თითოეულ თემში უნდა შეიქმნას ვეტერინარიული ბიუროები, რაც ხელს შეუწყობს საქონლის სხვდასხვა დაავადებების გავრცელების პრევენციას. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დროულად დაიწყოს მუშაობა ვეტერინარიული ინფრასტრუქტურისგან ვითარების კუთხით" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.