უამინდობამ აღმოსავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებს პრობლემები შეუქმნა. ძლიერმა წვმიმამ კობი-გუდაურის გზაზე ღორღის ჩამოშლა გამოიწვია და გზა ჩაკეტა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ გივი ამირხანაშვილმა განუცხადა, ამჟამად მოძრაობა ყველა მიმართულებით გახსნილია.
"შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აღდგენილია სოფლებთან მისასვლელი ყველა გზა. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დათვლა. წვიმამ და სეტყვამ განსაკუთრებულად დააზარალა ბულაჩაური. აქ მოსახლეობას მოსავალი, თითქმის, განადგურებული აქვს", - განაცხადა გივი ამირხანაშვილმა.
სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კახეთსაც. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამხარეო ადმიანისტრაციაში განუცხადეს, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
"თელავში შეიქმნა გასაკუთრებით მძიმე მდგომარეობა. წვიამამ რამდენიმე სახლი დააზიანა - ჩამოინგრა კედლები, ქარმა გადახადა სახურავები. იგივე მდომარეობაა გურჯანშიც. ლაგოდეხში მოსახლეობას დაეხოცა პირუტვი და შინაური ფრინველები. ადგილებზე სპეციალურმა კომისიამ უკვე დაიწყო ზარალის დადგენა", - განაცხადეს სამხარეო ადმიანისტრაციაში.