დღეს, 19 ივლისს, აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში გამოცდას ქიმიაში აბარებენ. ამით 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება.
ამასთან, დღესვე 2012 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები სრულდება.
საქართველოს მასშტაბით აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები 28 ივნისს დაიწყო. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდა. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი 8+1 ამოქმედდება.