„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები დღეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ორმეთშო მოსახლეობას შეხვდნენ რის შემდეგაც გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა ამერიკული პეპელის გასანადგურებლად თხილის პლანტაციები შეწამლეს.
სოფელ ორმეთის მოსახლეობის განხადებით, ამერიკული პეპელის პრობლემატიკა განსაკუთრებით მწვავედ დგას აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში. შესაწამლი აპარატი კი არცერთი სოფელ არ მოეპოვება.
მოძრაობის ლიდერების განცხადებით, ამერიკული პეპლის გამრავლებას შეიძლება მოყვეს მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა, კერძოდ ქართული სოფელი მწვანე საფარის გარეშე დარჩება.
„ქრისტიან-დემკრატები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად მიაქციოს ყურადღება აღნიშნულ პრობლემას, მოხდეს სოფლების ტექნიკური აპარატით აღჭურვა და მოსახლეობის ამერიკული პეპელის საწინააღმდეგო შესაწამლი ხსნარით უზრუნველყოფა" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
ამის შემდეგ გიორგი ახვლედიანმა ადგილობრივებს „ქრისტიან-დემოკრატების" სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა გააცნო. მოსახლეობასთან შეხვედრისას სხვდასხვა პრობლემები გამოიკვეთა.