დღეს დაიწყო და 26 ივლისამდე გაგრძელდება ზაფხულში დასაქმების მსურველთა სარეზერვო სიების რეგისტრაცია.
სტუდენტებს, რომლებმაც 20 მარტს დამატებითი რეგისტრაციის დროს ვერ მოახერხეს საზაფხულო დასაქმების პროგრამაში ჩართვა, დასაქმების შანსი კიდევ ერთხელ ეძლევათ.
სარეზერვო სიაში დარეგისტრირებულებს შეეძლებათ, ჩაერთონ პროგრამაში, თუკი უკვე დარეგისტრირებული პირი უარს იტყვის ან გამოეთიშება კონკრეტულ სამუშაო ადგილს.