ჰილარი კლინტონი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნებს შორის, სხვა ქვეყნებში ვიზიტების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2009 წლიდან დღემდე კლინტონო 102 სახელმწიფოში იმყოფებოდა და მან ვიზიტებში თითქმის ერთი წელი, 352 დღე გაატარა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მან 1 მლნ 357 ათას 414 კილომეტრი იფრინა, რაც ნიშნავს, რომ დედამიწას 10-ზე მეტჯერ შემოუფრინა. ამ ხნის განმავლობაში მან 67 მსოფლიო ტურნე ჩაატარა.
ჰილარი კლინტონამდე რეკორდი მალდენ ოლბრაიტს ეკუთნოდა. ოლბრაიტმა სახელმწიფო მდივნობისას 98 ქვეყანაში იმყოფებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 64 წლის ჰილარი კლინტონი, მისივე განცხადებით, არ აპირებს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას. მან ასევე უარი განაცხადა 2016 წელს თეთრი სახლისათვის ბრძოლაში.