ხვალ, 29 იანვარს, 14 სთ-ზე "სახალხო ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
საჯარო რეესტრი და "სახალხო ბანკი" ერთობლივად კიდევ ერთ ახალ სერვისს შესთავაზებს მომხმარებელს. Aამიერიდან, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება "სახალხო ბანკის" ნებისმიერ ფილიალსა და სერვისცენტრში იქნება შესაძლებელი.