"ლიბერთი ბანკი" აგრძელებს სადაზღვევო პოლისების დარიგების პროცესს. 16 ივლისს პენსიებთან ერთად გაიცა 39 161 სადაზღვევო პოლისი. დღეს 38 065 ადამიანმა მიიღო კუთვნილი პოლისი და ,,ლიბერთი ბანკი" აგრძელებს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, 20.00 საათამდე ბანკის 196 ფილიალსა და სერვისცენტრში ასევე 97 „ლიბერთი ექსპრესის" მეშვეობით შეუფერხებლად ხორციელდება პენსიებისა და სადაზღვევო ვაუჩერების დარიგების პროცესი.
„ლიბერთი ბანკი" მომავალშიც გეგმავს დისტრიბუციის არხებისა და მომსახურების ქსელის გაფართოებას. დღეისათვის არსებულ 97 „ლიბერთი ექსპრესის" მანქანას უახლოეს 2 თვეში 19 ახალი „ლიბერთი ექსპრესი" დაემატება. აღნიშნული სერვისი ბანკმა 2010 წელს დანერგა და საქართველოს ყველაზე მიუვალ ადგილებშიც კი სრულიად ახალი დისტრიბუციის არხის მეშვეობით ათასობით პენსიონერი და სოციალურად დაუცველი პირი სარგებლობს.
ამასთანავე, ფიზიკურად შეუძლოდ მყოფ პენსიონერებთან 1,000-ზე მეტ გამსვლელ მოლარეს ყოველთვიურად შეუფერხებლად მიაქვს სახლში პენსია.
აღსანიშნავია ისიც,რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ბანკის ბანკომატების ფართო ქსელს, რომელიც 250 ბანკომატს მოიცავს, მომდევნო 2 თვეში კიდევ 10 ახალი ბანკომატი დაემატება.
დღეისათვის „ლიბერთი ბანკს" 208 დისტრიბუციის წერტილი აქვს და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით მომავალშიც არაერთ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს.