"ბარდუბანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ ადამიანებს სახელმწიფო დაეხმარება", _ აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციებისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ უტიაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დაშავებულები მკურნალობის კურსს ქუთაისის კლინიკაში გადიან.
"დაშავებულები ქუთაისის კლინიკაში იმყოფებიან. მათგან ორის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა. ერთ-ერთ მათგანს, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ალბათ, თბილისის დამწვრობის ცენტრში გადავიყვანთ. სხვებს რაც შეეხება, მათ საშუალო სიმძიმის დამწვრობები აქვთ", _ განაცხადა უტიაშვილმა.
"ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა, შესაბამისი დამარება იქნება გაწეული. ამ ეტაპზე, რაც ხელისუფლებას შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს და დაშავებულებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაეწევათ", _ განაცხადა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბარდუბანთან მომხდარი ავარიის შედეგად 6 კაცი დაიღუპა.