"ჰამასის" დაჯგუფებამ დღეს დილით სამი ადამიანი ჩამოახრჩო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად დაჯგუფების წარმომადგენლებმა გაავრცელეს. სიკვდილით დასჯილ სამ ადამიანს მკვლელობა ედებოდა ბრალად. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
სიკვდილით დასჯილი ადამიანების ვინაობა არ მჟღავნდება. დაჯგუფების წარმომადგენლებმა მხოლოდ მათი ინიციალები გაავრცელეს.
აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც "ჰამასმა" რეგიონში ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, მოკლულია სულ მცირე 14 პალესტინელი.